მთავარი
>
სიახლეები და მოვლენები
07.09.2026 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ნუგზარ ბუაჩიძის, ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლების დარეჯან დუღაშვილის და ნათელა ძებისაშვილის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის ფაკულტეტის მაგისტრანტის ანასტასია დვალიშვილის მონაწილეობით ქალაქ ართვინში (თურქეთი) გაიმართა მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრა ართვინ ჭოროხის უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველთან მეჰმედ ალი ქესქინთან, ასევე, უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გამოყენებისა და კვლევის ცენტრის (BİLTEKMER) დირექტორს - მუსტაფა ქემალ გიუმიუშთან, მის მოადგილესთან ემრაჰ ფეშმანთან და ცენტრის სხვა წამყვან მეცნიერებთან. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ჩართულობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ართვინ ჭოროხის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხი, სამომავლო საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის მიმართულებები, ერთობლივი კვლევითი ინიციატივები და Horizon Europe-ის პროგრამის ფარგლებში შესაძლო საგრანტო პროექტებში ერთობლივი მონაწილეობის პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფარგლებში მიმდინარე (#GSDP-25-413) და დაგეგმილ პროექტებს, მათი განვითარების შესაძლებლობებსა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას. შეხვედრამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საქართველოსა და თურქეთის უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა და საფუძველი ჩაუყარა ახალი ერთობლივი საერთაშორისო პროექტებისა და კვლევითი ინიციატივების განვითარებას.
07-09-2026
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ღვაწლმოსილ მეცნიერ-მკვლევრებსა და პროფესორებს სტუ-ის ოქროს მედლები და საპატიო დიპლომი გადასცა. უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და მეცნიერებაში შეტანილი სოლიდური წვლილისთვის სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის კვლევითი ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომლებს, პროფესორებს – ცისანა ბასილაშვილსა და ელიზბარ ელიზბარაშვილს
22-07-2026
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით, ინსტიტუტის ეზოში, აღმაშენებლის გამზ. 150 გ, სააგენტოს სპეციალისტების მიერ დამონტაჟდა ავტომატური მეტეოსადგური. მეტეოსადგური ავტომატურ რეჟიმში ასახავს და გადმოსცემს მეტეოროლოგიურ მონაცემებს - ჰაერის ტემპერატურას, ატმოსფერულ ტენიანობას, ნალექის რაოდენობასა და ინტენსივობას, როგორც 1 სთ.-იანი, ისე, 10 წთ.-იანი ინტერვალით. იგი ჩართული იქნება გარემოს ეროვნული სააგენტოს ერთიან მეტეოროლოგიურ ქსელში, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მკვლევარებს საშუალება ექნებათ "ლაივ" რეჟიმში თვალი ადევნონ მეტეოსადგურის მონაცემებს, უსწრაფესად მიიღონ შესაბამისი მონაცემები, რაც მნიშვნელოვნად გააადვილებს კონკრეტული ამოცანებიდან გამომდინარე სამეცნიერო კვლევების განხორციელებას. ასევე, ინსტიტუტის მეცნირი თანამშრომლები შეძლებენ, როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ისე, სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის პრაქტიკული მეცადინეობების ფარგლებში, თანამედროვე ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის მუშაობის თავისებურებების გაცნობას და გამოყენებას სადიპლომო ნაშრომების შესრულებაში.
11-06-2026
2026 წლის 29 მაისს, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში გაიმართა ტრადიციული, 73-ე მაისის სამეცნიერო სესია. მოსმენილი მოხსენებები, ეძღვნებოდა ჰიდრომეტეოროლოგიისა და ეკოლოგიის აქტუალურ პრობლემებს.
29-05-2026
2025 წლის მაისი ივნისში ხარაგაულის რაიონში სოფლებში -ხემაღალსა და ღვერკში დაიწყო გეოდინამიკური პროცესები, რამაც ამ ტერიტორიაზე გამოიწვია მეწყერული სხეულების მოქმედება. საჭირო გახდა მოსახლეობის ევაკუაცია, რაც განხორციელდა მყისვე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეორლოგიის ინსტიტუტის წყლის რესურსებისა და ჰიდროლოგიური პროგნოზირების განყოფილების თანამშრომელები: ს. გორგიჯანიძე, გ. ფიფია, ზ. გულაშვილი, გ. ჯინჭარაძე და მ. გვინდაძე 2026 წლის 3-4 აპრილს მივლინებით იმყოფებოდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხემაღალის და სოფელ ღვერკის ტერიტორიაზე. მათ ადგილზე ნახეს მეწყრული ზონა და საველე სამუშაოების შესრულებით შეისწავლეს არსებული მეწყრული ფერდობი, ასევე მეწყრის შედეგად მდინარე ყორნების (ყარნება) ჩახერგვის შედეგად წარომოშობილი ტბა. მადლობას ვუხდით ადგილობრივ მაცხოვრებლებს თ. კოპაძეს და მის ოჯახს, ხ.თხელიძეს და მის ოჯახს, მ.ხარატიშვილს გაწეული დახამრებისთვის სოფლებში.
07-04-2026
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:
16-01-2026
2025 წლის 26 დეკემბერს სტუ-ს ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში ჩატარდა დეკემბრის შემაჯამებელი სამეცნიერო სესია, სადაც განხილული იქნა მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში ჩატარებული სამეცნიერო აქტივობები.
26-12-2025
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს
ეროვნული სააგენტოს უფროსმა ელენე ღუბიანურმა და საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, მიხეილ ფიფიამ ხელი
მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს.
მემორანდუმის ფარგლებში, დაგეგმილია მხარეებს შორის სამეცნიერო მიმართულებით, მათ
შორის ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებების, პროგნოზების, მონაცემთა გაცვლის,
კვლევის, საზოგადოებრივი სერვისების განვითარებისა და გაუმჯობესების კუთხით
თანამშრომლობა.
მემორანდუმის მიზანს მხარეებს შორის სამეცნიერო სფეროში ერთობლივი კვლევები,
სამეცნიერო პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, ასევე, კადრების გადამზადება და
გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.
18-12-2025
2025 წლის 11 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში ჩატარდა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნილი აკადემიის დაარსების 85-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ბუნებრივი ეკოსისტემების შესწავლა და მდგრადი გამოყენება კლიმატის თანამედროვე ცვლილების პირობებში“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 29 ინსტიტუციის (მათ შორის ავტრიიდან, გერმანიიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან) 120-ზე მეტმა მეცნიერმა, მათ შორის, დოქტორანტებმა და სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებმა.
11-12-2025
ძვირფასო კოლეგებო! 2025 წ.11 დეკემბერს ქ. თბილისში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია...
04-10-2025
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:
10-10-2025
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:
17-09-2025
ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი 72 წლისაა. 2025 წლის 11 თებერვალს აღინიშნა ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დარსების დღე.
11-02-2025
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:
27-12-2024
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [გრანტის ნომერი STEM-22-759] შემუშავებული "საკანალიზაციო ლამის სოფლის მეურნეობაში გამოყენების მეთოდური რეკომენდაცია STEM-22-759, GE_23/12/2024
23-12-2024
2024 წლის 20 დეკემბერს სტუ-ს ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში ჩატარდა დეკემბრის შემაჯამებელი სესია, სადაც განხილული იქნა მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში ჩატარებული სამეცნიერო აქტივობები.
20-12-2024
2024 წ. 17-19 ოქტომბერს ქ. თბილისში ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.
16-10-2024
სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად...
16-08-2024
გამოიცა ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო რეფერირებადი შრომათა კრებულის No 135 ტომი
24-05-2024